2010/01/20

ავტობუსი N 57


ციოდა გარეთ.გაჩერებაზე ვიდექი და ველოდებოდი ავტობუსს.მერე როგორც იქნა მოვიდა.ავედი და ბილეთი ავიღე.დავჯექი რა თქმა უნდა ფანჯარასთან.გვერდზე გოგო დამიჯდა დაახლოებით 17-18 წლის.სტუდენტი.წინ ორი გოგო იჯდა.უკან ორი პატარა ბიჭი.

    ჩემ გვერდით მჯდომს ყოველ 2 წუთში ერთხელ ურეკავდა შეყვარებული და ეკითხებოდა : " სად ხარ?" გოგო პასუხობდა: "ჭავჭავაძეზე""მელიქიშვილზე" "კოსტავაზე" "გმირთა მოედანთან" "ტელევიზიასთან" "აჭარასთან" "პეკინზე" ავტობუსმა ბახტრიონზე რომ შეუხვია და ავტობუსში ისევ გაისმა ნაცნობი ნოკიას მელოდია რომელიც გოგნას ჯიბიდან მოდიოდა კინაგამ მე ვიყვირე. გოგნას თვალები აუცრემლდა.ტელეფონი აიღო და ბახტრიონზე ვარ ჩამოვდივარო უთხრა და ავტობუსი რომ გაჩერდა ჩავიდა.რატო უძლებენ? რა ძალა ადგათ? დაშორდნენ! მაგრამ შეილება ვერც შორდება. შეილება ის ბიჭი ემუქრება რო დამშორდე მოგკლავო ან რაღაც ეგეთი.საწყალი.ეხლა უკვე გვიანია.ადრე უნდა დაფიქრებულიყო.ეეჰ.....

   წინ რომ გოგოები ისხდნენ იმათ ენა არ გაუჩერებიათ. მთელი გზა ხმამაღლა ლაპარაკობდნენ როგორ უთხრა ანის გიომ გშორდებიო და მერე ნიკას რო თხოვეს ცემე ანის გაუტეხაო და ნიკამ არ ცემა...არაა წარმოგიდგენიათ ?? ვაიმეე ნუ რას არ კადრულობს ეს ხალხი...ისე უკვირდათ რო არ ცემა ნკამ მეცინებოდა.მერე დაიწყეს ვიღაც ლევანიზე ლაპარაკი რომელსაც ყოველდღე ერთიდაიგივე ჯინსი აცვია ფუუუ..გოიმიი ეგ..პროსტა როგორ შეუძლია რააააა...ლევანის ლანძღვით გული რომ იჯერეს ეხლა შორენა ბეგაშვილზე დაიწყეს ლაპარაკი..რა თქმა უნდა ლანძღავდნენ...მოკლედ ძაან გაბურღეს შეიძლება სულაც არ მაინტერესებდა მაგათი ლაპარაკი მაგრამ იმხელა ხმაზე ლაპარაკობდნენ დამამახსოვრდა...


    უკან პატარა 9-10 წლის ბიჭები ისხდენენ. და სკოლის რვეულზე " კრესწიკ ი ნოლიკს " თამაშობდნენ.მერე ჯეირანს და მერე მანქანებზე ლაპარაკობდნენ მაგრამ არავინ შეუწუხებიათ ზედმეტად ვიღაც ვიღაცეებივიით...

   ფანჯრიდან ტვალწარმტაცი ხედი იშლებოდა..თბილისელები უმეტესობა შავი კურტკით უფრო სწორად ქურთუკით .. აქ ხო წითელი კურტკა პაზორია..იმდღეს მეცვა წითელი პალტო და ისე მიყურებდნენ ცხოვრებაში აღარასდროს აღარ ჩავიცმევ იმ პალტოს ალბათ....მოკლედ ეს შავქურთუკმოსილი თბილისელები ჭიანჭველებივით ირეოდნენ ერთმანეთში და ზოგი საქმიანად და ზოგიც უსაქმურად დადიოდა წინ და უკან..ვიღაც ქალი წაიქცა..გამეცინა..იმ ქალსაც გაეცინა მაგრამ ალბათ შერცხვა კიდევაც....

    ავტობუსი გაჩერდა და მოხუცი ბებია და შვილიშვილი ამოვიდნენ..ბიჭი წინ გაიქცა და სუულ წინ მძღოლის გვერდით დასკუპდა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით...ბებიას ეხვეწებოდა შენც აქეთ გადმოდიო მაგრამ ბებია კეთილად უღიმოდა და თავს აქეთ იქით აქნევდა უარის ნიშნად.

   ავტობუსი კიდევ ერთხელ გაჩერდა და ჩავედი.ამ სითბოდან უცებ სიცივეში ამოვყავი თავი.სახლისკენ გავიქეცი და ლიფტში შევედი რომელიც მუდამ სიგარეტის სუნით ყარს და სუნთქვა ჭირს...

2 comments:

წყარო on January 20, 2010 at 10:48 AM said...

ხო უკვე მეც გული მერევა ამ ფსიქოლოგიაზე, ხშირად ვუყურებ ხოლმე youtubeზე ვიღაც ამერიკელების ვიდეოებს. ამერიკელებს ეძახიან დებილებს, გარყვნილებს, თავი მათზე მეტი გვგონია იმიტომ რომ მათზე დიდი ისტორია გვაქ, მაგრამ ის გვავიწყდება რო ისტორია იმისთვის არ რო დასკვნები გამოიტანო, ის ისტორია საზოგადოებას ეკუთვნის რომელიც მას იყენებს და დასკვნები გამოაქ და არა ბრბოს, იმას ვამბობ რომ ამერიკელებზე რაც არ უნდა თქვან, ბევრად უფრო თავისუფალი ხალხია, სუ კიდია ნიკამ ის ბიჭი ცემა თუ არა :)) და კიდე ვიღაც შორენა (კაი პოსტია)

..:* Nuca :).. on January 20, 2010 at 11:28 AM said...

საერთოდ არ მესმის ეს შეკვეთით ცემა რა :| მაგის გამოა მერე ამდენი რო კვდება გოგოს გამო ჩხუბობენ და ერთმანეთს კალვენ და ის გოგო გამოდის რო ამ მკვლელობას უკვეთავს მარა ბოლოს მაინც არ ეხება იმ გოგოს არაფერი და ეგრე არ შეიძლება.

და ამერიკაზე დიდი ისტორია რო გვაქ და ჩვენზე სწრაფად რო განვიტარდნენ ინდილელები მაგის უნდა გვრცხვენოდეს კი არ უნდა ვამაყობდეთ. :|




P.S დიდი მადლობა :*:*:*

 

Copyright © 2008 Green Scrapbook Diary Designed by SimplyWP | Made free by Scrapbooking Software | Bloggerized by Ipiet Notez