2010/01/18

ცისარტყელაზე რატომ ვსხედვართ?


ციოდა.თოვდა.თან წვიმდა.მივდიოდით.მზე არსად ჩანდა.მეც ისეთ ხასიათზე ვიყავი ამინდს რომ შეესაბამება.უცებ მოიღრუბლა.ქარიც ამოვარდა.გავიყინეთ.მაინც არ გვიფიქრია სახლში წასვლაზე.რატომ?არ ვიცი.ისევ მივდივართ.გვცივა ხელები გვეყინება.ცხვირიც.პირიდან ბოლს ვუშვებთ. არა რა ვეწევით.გვცივა.რუსთაველზე ვართ.იქით მხარეს გვინდა გადასვლა.მიწისქვეშა გადასასვლელისკენ ეგრეთწოდებული "პაძემკისკენ" ავიღე გეზი.შემაჩერა.პირდაპირ გადავიდეთო.არ დავთანხმდი.მე ჩავედი ის ჯიუტად გადავიდა პირდაპირ.ამოვედი მიწისქვეშიდან და მივრბივარ იქ სადაც მგონია რო იდგება რომ ჩავეხუტო.არსად ჩანს შუა ქუჩზე მანქანების სავალ ნაწილზე ხალხი დგას. ძალიან ბევრი ხალხი.რა ხდება? ნიკაც მანდ იქნება.ვიფიქრე მე.მივედი და გავრღვიე ხალხის კედელი.მაინტერესებდა რას უყურებდნენ.ნიკა იწვა ძირს.უცებ ჩემს გარშემო ყველაფერი დატრიალდა.მერე გაჩერდა.ტირილი დავიწყე და ნიკას ყურში ვეუბნებოდი,არა კი არ ვეუბნებოდი ვეხვეწებოდი. არ დამტოვო თქო.პირს ძლივს აღებდა.ვეღარ სუნთქავდა.მხოლოდ სამი სიტყვა მითხრა.: "ცისარტყელაზე რატომ ვსხედვართ?"  და თვალები დახუჭა.მე ვიყვირე.დიდხანს ვყვიროდი.ვეძახდი.ის არ მპასუხობდა.

4 comments:

Qilipa on January 18, 2010 at 3:25 AM said...

;((((((( დავიგრუზე...

ვიზიარებ...

მაგრამ რას შევცვლი ამით?! ;(

..:* Nuca :).. on January 18, 2010 at 3:44 AM said...

ნამდვილი ამბავი არ არის :S

მე დავწერეე...

საშინელ ხასიათზე ვიყავი და..

თან ცოტა ხნის წინ მეგობარი გარდამეცვალა და იმაზე დაწერა არ მინდოდა ...:(:(:(




ისე მადლობთ მაინც რო იზარებ საწყალი ჩემი მოთხრობის გმირიი..:(

Purple balloon ♥ on January 30, 2010 at 4:31 AM said...

ვაიმე მართლა რაღაც ძალიან სევდიანი ამბავია..:( ძალიან მომეწოონა აი გავოცდიი ! მართლა შესანიშნავად წერ და ბლოგიც შესაბამისად უსაყვარლესი გაქ :*

Pe And Gvancu on February 17, 2010 at 10:29 AM said...

ეს მომეწონა
თან ძალიან მომეწონა :) მშვენივრად წერ.

 

Copyright © 2008 Green Scrapbook Diary Designed by SimplyWP | Made free by Scrapbooking Software | Bloggerized by Ipiet Notez