2010/01/15

ერთი უბრალო დღე სიღნაღში :X



-სააააალოოოოოომეეეეე რააას შვებიიი გოგოოოოო!!!!!! - ჩემი მეზობელი თავის შვილიშვილს უყვირის ბოლო ხმაზე ყოველ დილით და ყოველი დღე ამ ფრაზით იწყება.

მერე შევდივარ სამზარეულოში სადაც ბებიაჩემი ბედნიერი სახით მეგებება
- ნუცა რა გაგიკეთო?? კვერცხი გინდაა?? ყიყლიყო?? ხაჭაპური?? აბა რა გინდაა?? ჩაის დალეევ?? ყავაას??? რა არი არ უნდა ჭამო???
 მერე ჩემ უარზე იწყება ჩხუბი მერე ვრიგდებით იმიტო რო მე ვჭამ. უმადობას არ ვუჩივი მაინც და მაინც :D

მერე რეკავენ დიანა და მარიი (ჯერ დიანა მეერე მარი )
-წკუუნ წრკუუუუუნ წკრუუნ წკრუუუუუნ - ტელეფონი რეკავს
-ალო
-ნუც დიანა ვარ დღეს რას აპირებ გამოხვაალ??
- კიი აბა რას ვიზააავ
-კაი მაშინ სტადიონთან შეგხვდებით შენ და მარიიის
-კაიი რომელზეე??
-რავი როცა გინდა კაი მომწერე და გამოვალ
-კაიი
მერე ისმის ეგრეთწოდებული "გუდოკი" და ვკიდებ ტელეფონს მაგრამ შემობრუნებას ვერ ვასწრებ რომ ისევ რეკავს ტელეფონი
-წკრუუნ წკრუუუუნ წკრუუნ წკრუუუუუნ
-ალო ხო მარი ვიცი რო შენნ ხარ
-გამარჯობა
თუ შეიძლება გე"L"ა ექმის თხოვეთ- ვიღაც.. :D
ვაიმეე პაციენტი ყოფილაა- გავიფიქრე მე და გავწითლდი
-აა ერთი წუთით ეხლავე.. - გელაააააა ტელეფონთააააააან !! - ვღრიალებ მე
გელა როგორც ყოველთვის დინჯი ნაბიჯით და წყნარი სახის გამომეტყველებით მოდის..

- გისმენთ
მერე რაღაცას ეუბნებიან
-დიახ და როდის დაეწყო ტკივილი?
კიდევ რაღაცას ეუბნებიან
-აა კარგით მაშინ თორმეტისთვის მობრძანდით ხვალ
კიდევ BLA BLA BLA
- კარგით ნახვამდის
გელა ყურმილს კიდებს და გადის ოთახიდან თან რამე ხუმრობას მომაძახებს...

ყავის დასასხმელად მივედი და უცებ ისევ ეს გულის გამაწვრილებელი "წკრუუნ"-ი გაისმა
-ალო
-ნუცა შენ ხარ?
-არაა
-აა რომელი ბრძანდებით?
-მე?? მე ვალენტინა ვარ ტერეშკოვა თქვენ?
-ოო ნუცა რაა
-ოო მარი რაა
-გამოხვააალ??
-დღეს კი ეხლა არა
-აუF
-რა აუF ?
-არაფერი  ხოო არაფერი მოგწერ და გამოო
-ხოო ხოო მომწერე რააა
-კაიი წავედიი
- კაიი მიდიი
დიდად დაიმედებული იმით რომ არავინ დარეკავს ვჯდები მაგიდასთან.. მაგრამ ისევ ეს ლეგენდარული "წკრუნ"-ი ისმის და მე სიბრაზისგან ვლურჯდები...მაგრამ ტელეფონს ამჯერად სხა პასუხობს.. მე დავფიქრდი ნეტა აქამდე მე რატო ვპასუხობდი თქო.

მერე ტელევიზორს ვუყურებ SMS-ის მოლოდინში.. მერე მოდის SMS :
Nuuc tu gcalia gamoo marim mcaliao.
მერე მე ვწერ:
xoo xoo gamodivar :*
 მერე  გავდივარ მარის ველოდები ჩემი სახლის წინ. ჰორიზონტზე გამოჩნება ხოლმე და ისე მოსეირნობს ნერვები მეშლება ხოლმე :D როცა მოახლოვდება და ბოლოს მოაღწევს მე ვიწყებ:
-მარი ესე ჩქარა რო დადიხარ სუნთქვა არ გიჭირს?
- ოოო რაა ნუცაა
-ოოო რაა მარიი - მე ვიცინი ის ენას მიყოფს
მერე მივდივართ ნელნელა და თან პირიდან ყინვისგან ბოლს უშვებთ.მერე მარი იწყებს იმაზე ლაპარაკს რაზე ლაპრაკიც ესოდენ სიამოვნებს .ლაპარაკის მთავარი თემა მარის ძმის ძმაკაცი დიტოა.
-აუ იმდღეს დიტო იყო ..
-ის დღე უეჭველი გუშინ იყო იმიტო რო მანამდე რო ყოფილიყო მომმიყვებოდი გუშინ გნახე..
-ხოო საღამოს ამოვიდა...
-რაო მერე?
-რავი ჩემ ძმას დაუძახა და წავიდნენ
მეე მეცინება
-ოო რა გაცინებს - ბრაზდება მარი
-ოოო რავიი ისე თქვი მოვიდაო და რაღაც მე მეგონა მოვიდა და სერენადა გიმღერა..
-ეჰ..
მერე ვჩერდებით და დიანას ველოდებით..ის ცალკე მოსეირნობს მარიზე ნელა
 მერე ამოაღწევს და ძლივს სუნთქავს
-ისე ჩქარა მოდიოდი ვეღარ სუნთქავ ხოო?? - ვიცინი მე
- ნუ ხარ შენ ექიმი ჰაუსი ნუცა - შენიშვნაც მომცა :D
- რა შუაშია ეხა ეეგ? - მეცინება მე
- ისიც ყველას ნერვებს უშლის - სრული სერიოზულობით მპასუხობს დიანა.
-აა ხოო...
მერე დიანა იწყებს თავის სატრფოზე ლაპარაკს და რჩევას მთხოვს ესეთ დროს უკვე სერიოზულად ვპასუხობ და აღარ უშლი ნერვებს მერე მარიც რჩევას მთხოვს ... მე ხო ყველას ფსიქოლოგი ვარ :D
 მერე ძალიან ბევრს ვლაპრაკობთ ვსეირნობთ და ძალიან ბევრ "სემიჩკას" ვანადგურებთ ოღონდ ძირს არ ვყრით არაფერს.

საღამოს ამ გრძელი და ცივი მაგრამ მხიარული და სასიამოვნო სეირობიდან რომ ვბრუნდები ცხვირგწითლებული და ხელებ გაყინული ძალიან ბევრ საჭმელს ვჭამ და მერე skypeში და ბლოგზე შევდივარ თბილისელ მეგობრებთან დასაკავშირებლად : )

მერე რამეს უყურებ ტელევიზორში და ბოლოს ვწვები ისეთი დაღლილი გეგონება მძიმე სამუშაომ დამღალა :D თან ტრადიციულად ჩემ პატარა დას ზღაპარს ვუკითხავ შუქს ვაქრობ და ვიძინებ...


THE END




2 comments:

Anonymous said...

მეც ჰაუზს მეძახიან ხოლმე ოღონდ სხვა პონტში : )) "მე ხო ყველას ფსიქოლოგი ვარ" ეს კიდე ჩემი ტრადიციული ფრაზაა :D

..:* Nuca :).. on January 28, 2010 at 9:23 AM said...

=))=))=))=))


რატო ვარ ყველას ფსიქოლოგი არ ვიცი მარა ყველას პრობლემას ვაგვარებ ხოლმე შეძლებისდაგვარად...ჩემსას რატომღაც ვერასდროს :)):)):))

 

Copyright © 2008 Green Scrapbook Diary Designed by SimplyWP | Made free by Scrapbooking Software | Bloggerized by Ipiet Notez