2010/01/28

ის კი ისევ დგას გიტარით ხელში...



ყოველდღე თენდება.ის გიტარას იღებს ხელში და მიდის.ჭავჭავაძეზე, მიწისქვეშა გადასასვლელში. "სამსახურში" უნდა იმღეროს.სულ ინგლისურ სიმღერებს მღერის. რატომ? ეს მე კი არა თვითონ არ იცის.მივა,გიტარის ჩანთას ძირს დააგდებს და იმ შავ ჩანთას ვერცხლისფერი,მრგვალი რკინები ფარავენ.ყველანაირი ადამიანი ხვდება.მიწისქვეშაში ,ანუ "ქართულად" პაძემკაში კი მუდამ ისმის ადამიანების და ფეხსაცმელების ხმა.ზოგი უღიმის ზოგი უბღვერს. ის კი მაინც დგას და მღერის არავინ არ იცის რა ხდება ამ დროს მის გულში.არავინ იცის რომ მას უყვარს.ხოო ხოო უყვარს..ძალიან. უყვარს და ვერ ივიწყებს. იცის რომ თხოვდება მაგრამ მაინც უყვარს, ძალით თხოვდება მაგრამ მაინც...უნდა რომ იტიროს მაგრამ ვერ ტირის. ისევ მღერის.."Imagine"-ს და თან ფიქორბს რომ საშინლად მღერის ჯონ ლენონის სიმღერას არ უნდა მღეროდეს უნამუსოა. მაგრამ ის თხოვდება და ეს სიმღერა ალბათ ისევ  უყვარს.. და მას ახსენებს ,ამიტომ მღერის.მერე ჯიბეში ხელს იყოფს და რაღაცას იღებს და უყურებს.უყურებს და ტირის.ცრემლები მოსდის მაგრამ სახე არ ეცვლება.ცდილობს დაივიწყოს მაგრამ ვერ ახერხებს.მას ალბათ უკვე საქორწილო კაბა აცვია და გული უფანცქალებს.ელოდება საქმროს და ბედნიერია.უცებ ეღიმება და ფიქრობს..ის ხომ ბედნიერია..ძალით თხოვდება მაგრამ ბედნიერია...უყვარს და მღერის...უცებ ხედავს რომ ვიღაც მორბის...გაჩერდა და ისევ გამოექანა ის "ვიღაც" .. მან ის იცნო მას ის უყვარდა..ის გამოიქცა ჩაეხუტა და ისე ძლიერად რომ ასე არავინ არავის ჩახუტებია..მერე იცინოდნენ ... და ბედნიერები იყვნენ...მათ ერთმანეთი უყვარდათ...მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა...ის მარტო აღარ მღერის..აღარც მოწყენილია....უბრალოდ ხელში გიტარა უჭირავს და მღერის...ოღონდ მარტო აღარ...

2010/01/20

ვარდისფერი ბანტი


ვზივარ.აქ ცაზე ნაცრისფერი ღრუბლებია.ცაც ნაცრისფერია.ბალახი ყვითელია.მინდორში ერთი ნაცრისფერი ჭუჭყიანი ფურცელი და გამხმარი საღებავები გდია.შენ გელოდები.მოხვედი თვალებზე ვარდისფერი ლენტი გამიკეთე და მიგყავდი.მივდიოდით.მერე გავჩერდით.შენ მომხსენი ვარდისფერი ლენტი და იქვე ხეს შეაბი ბანტივით.ჩვენ ზღაპარში ვიყავით.სადაც ბალახს მწვანე ფერი აქვს. ხასხასა მწვანე.ცა კი ლურჯია..სუუულ ლურჯი.მინდორში დიიიიიდიი თეთრი ფურცელი დევს და გვერდით საღებავები და ფუნჯი უდევს.მე და შენ მივედით და დიიიიდიიიი ცისარტყელა დავხატეთ.მერე ქარმა დაუბერა და ნახატი გაფრინდა გაფრინდი შენც. მე ისევ ვზივარ.აქ ცაზე ნაცრისფერი ღრუბლებია.ბალახი ყვითელია.მინდორში ერთი ჭუჭყიანი ფურცელი და გამხმარი საღებავები გდია. ხის ტოტს კი ვარდიფერი ბანტი აბია....

ავტობუსი N 57


ციოდა გარეთ.გაჩერებაზე ვიდექი და ველოდებოდი ავტობუსს.მერე როგორც იქნა მოვიდა.ავედი და ბილეთი ავიღე.დავჯექი რა თქმა უნდა ფანჯარასთან.გვერდზე გოგო დამიჯდა დაახლოებით 17-18 წლის.სტუდენტი.წინ ორი გოგო იჯდა.უკან ორი პატარა ბიჭი.

    ჩემ გვერდით მჯდომს ყოველ 2 წუთში ერთხელ ურეკავდა შეყვარებული და ეკითხებოდა : " სად ხარ?" გოგო პასუხობდა: "ჭავჭავაძეზე""მელიქიშვილზე" "კოსტავაზე" "გმირთა მოედანთან" "ტელევიზიასთან" "აჭარასთან" "პეკინზე" ავტობუსმა ბახტრიონზე რომ შეუხვია და ავტობუსში ისევ გაისმა ნაცნობი ნოკიას მელოდია რომელიც გოგნას ჯიბიდან მოდიოდა კინაგამ მე ვიყვირე. გოგნას თვალები აუცრემლდა.ტელეფონი აიღო და ბახტრიონზე ვარ ჩამოვდივარო უთხრა და ავტობუსი რომ გაჩერდა ჩავიდა.რატო უძლებენ? რა ძალა ადგათ? დაშორდნენ! მაგრამ შეილება ვერც შორდება. შეილება ის ბიჭი ემუქრება რო დამშორდე მოგკლავო ან რაღაც ეგეთი.საწყალი.ეხლა უკვე გვიანია.ადრე უნდა დაფიქრებულიყო.ეეჰ.....

   წინ რომ გოგოები ისხდნენ იმათ ენა არ გაუჩერებიათ. მთელი გზა ხმამაღლა ლაპარაკობდნენ როგორ უთხრა ანის გიომ გშორდებიო და მერე ნიკას რო თხოვეს ცემე ანის გაუტეხაო და ნიკამ არ ცემა...არაა წარმოგიდგენიათ ?? ვაიმეე ნუ რას არ კადრულობს ეს ხალხი...ისე უკვირდათ რო არ ცემა ნკამ მეცინებოდა.მერე დაიწყეს ვიღაც ლევანიზე ლაპარაკი რომელსაც ყოველდღე ერთიდაიგივე ჯინსი აცვია ფუუუ..გოიმიი ეგ..პროსტა როგორ შეუძლია რააააა...ლევანის ლანძღვით გული რომ იჯერეს ეხლა შორენა ბეგაშვილზე დაიწყეს ლაპარაკი..რა თქმა უნდა ლანძღავდნენ...მოკლედ ძაან გაბურღეს შეიძლება სულაც არ მაინტერესებდა მაგათი ლაპარაკი მაგრამ იმხელა ხმაზე ლაპარაკობდნენ დამამახსოვრდა...


    უკან პატარა 9-10 წლის ბიჭები ისხდენენ. და სკოლის რვეულზე " კრესწიკ ი ნოლიკს " თამაშობდნენ.მერე ჯეირანს და მერე მანქანებზე ლაპარაკობდნენ მაგრამ არავინ შეუწუხებიათ ზედმეტად ვიღაც ვიღაცეებივიით...

   ფანჯრიდან ტვალწარმტაცი ხედი იშლებოდა..თბილისელები უმეტესობა შავი კურტკით უფრო სწორად ქურთუკით .. აქ ხო წითელი კურტკა პაზორია..იმდღეს მეცვა წითელი პალტო და ისე მიყურებდნენ ცხოვრებაში აღარასდროს აღარ ჩავიცმევ იმ პალტოს ალბათ....მოკლედ ეს შავქურთუკმოსილი თბილისელები ჭიანჭველებივით ირეოდნენ ერთმანეთში და ზოგი საქმიანად და ზოგიც უსაქმურად დადიოდა წინ და უკან..ვიღაც ქალი წაიქცა..გამეცინა..იმ ქალსაც გაეცინა მაგრამ ალბათ შერცხვა კიდევაც....

    ავტობუსი გაჩერდა და მოხუცი ბებია და შვილიშვილი ამოვიდნენ..ბიჭი წინ გაიქცა და სუულ წინ მძღოლის გვერდით დასკუპდა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით...ბებიას ეხვეწებოდა შენც აქეთ გადმოდიო მაგრამ ბებია კეთილად უღიმოდა და თავს აქეთ იქით აქნევდა უარის ნიშნად.

   ავტობუსი კიდევ ერთხელ გაჩერდა და ჩავედი.ამ სითბოდან უცებ სიცივეში ამოვყავი თავი.სახლისკენ გავიქეცი და ლიფტში შევედი რომელიც მუდამ სიგარეტის სუნით ყარს და სუნთქვა ჭირს...

2010/01/18

ცისარტყელაზე რატომ ვსხედვართ?


ციოდა.თოვდა.თან წვიმდა.მივდიოდით.მზე არსად ჩანდა.მეც ისეთ ხასიათზე ვიყავი ამინდს რომ შეესაბამება.უცებ მოიღრუბლა.ქარიც ამოვარდა.გავიყინეთ.მაინც არ გვიფიქრია სახლში წასვლაზე.რატომ?არ ვიცი.ისევ მივდივართ.გვცივა ხელები გვეყინება.ცხვირიც.პირიდან ბოლს ვუშვებთ. არა რა ვეწევით.გვცივა.რუსთაველზე ვართ.იქით მხარეს გვინდა გადასვლა.მიწისქვეშა გადასასვლელისკენ ეგრეთწოდებული "პაძემკისკენ" ავიღე გეზი.შემაჩერა.პირდაპირ გადავიდეთო.არ დავთანხმდი.მე ჩავედი ის ჯიუტად გადავიდა პირდაპირ.ამოვედი მიწისქვეშიდან და მივრბივარ იქ სადაც მგონია რო იდგება რომ ჩავეხუტო.არსად ჩანს შუა ქუჩზე მანქანების სავალ ნაწილზე ხალხი დგას. ძალიან ბევრი ხალხი.რა ხდება? ნიკაც მანდ იქნება.ვიფიქრე მე.მივედი და გავრღვიე ხალხის კედელი.მაინტერესებდა რას უყურებდნენ.ნიკა იწვა ძირს.უცებ ჩემს გარშემო ყველაფერი დატრიალდა.მერე გაჩერდა.ტირილი დავიწყე და ნიკას ყურში ვეუბნებოდი,არა კი არ ვეუბნებოდი ვეხვეწებოდი. არ დამტოვო თქო.პირს ძლივს აღებდა.ვეღარ სუნთქავდა.მხოლოდ სამი სიტყვა მითხრა.: "ცისარტყელაზე რატომ ვსხედვართ?"  და თვალები დახუჭა.მე ვიყვირე.დიდხანს ვყვიროდი.ვეძახდი.ის არ მპასუხობდა.

2010/01/16

შავი პიარი


ამ პოსტის დაწერის იდეა წყაროს  პოსტმა გამიჩინა..

მოკლედ ვეთანხმები მასზრებას რომ შავ პიარს ხანდახან უფრო მეტი პოპულარობა მოაქვს ვიდრე "თეთრს".

მაგალითად შორენას გადაცემა..ყველა მაგ გადაცემას და ქალს ლანძღავს მაგრამ ამ ლანძღვასთან ერთად უყურებენ კიდევაც.

აი ჩემს შემთხვევაში შეგვიძლია ავიღოთ მაგალითად სტეფანი მეიერის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი"ბინდი". თავიდან ეს კინო ძაან მომეწონა რო უყურე მართლა კაი კინოა..ეხლა ყველა მაგ კინოზე და pattisonზე ლაპარაკობს უკვე ეს pattisonიც მაღიზიანებს და ეს ფილმიც. საერთოდ არ მინახავს მისი მეორე ნაწილი "ახალი მთვარე" რატო არ ვიცი მაგრამ ყველა მაგ კინოზე რომ ლაპარაკობდა გამაღიზიანა.


მაგრამ ძალიან მაინტერესებს "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2" და "თბილისური LOVE STORY" ყველა ამბობს რომ ორივე უაზრობაა მაგრამ მაინც მაინტერესებს. ეტყობა მართლა მოქმედებს შავი პიარი :D



2010/01/15

ერთი უბრალო დღე სიღნაღში :X



-სააააალოოოოოომეეეეე რააას შვებიიი გოგოოოოო!!!!!! - ჩემი მეზობელი თავის შვილიშვილს უყვირის ბოლო ხმაზე ყოველ დილით და ყოველი დღე ამ ფრაზით იწყება.

მერე შევდივარ სამზარეულოში სადაც ბებიაჩემი ბედნიერი სახით მეგებება
- ნუცა რა გაგიკეთო?? კვერცხი გინდაა?? ყიყლიყო?? ხაჭაპური?? აბა რა გინდაა?? ჩაის დალეევ?? ყავაას??? რა არი არ უნდა ჭამო???
 მერე ჩემ უარზე იწყება ჩხუბი მერე ვრიგდებით იმიტო რო მე ვჭამ. უმადობას არ ვუჩივი მაინც და მაინც :D

მერე რეკავენ დიანა და მარიი (ჯერ დიანა მეერე მარი )
-წკუუნ წრკუუუუუნ წკრუუნ წკრუუუუუნ - ტელეფონი რეკავს
-ალო
-ნუც დიანა ვარ დღეს რას აპირებ გამოხვაალ??
- კიი აბა რას ვიზააავ
-კაი მაშინ სტადიონთან შეგხვდებით შენ და მარიიის
-კაიი რომელზეე??
-რავი როცა გინდა კაი მომწერე და გამოვალ
-კაიი
მერე ისმის ეგრეთწოდებული "გუდოკი" და ვკიდებ ტელეფონს მაგრამ შემობრუნებას ვერ ვასწრებ რომ ისევ რეკავს ტელეფონი
-წკრუუნ წკრუუუუნ წკრუუნ წკრუუუუუნ
-ალო ხო მარი ვიცი რო შენნ ხარ
-გამარჯობა
თუ შეიძლება გე"L"ა ექმის თხოვეთ- ვიღაც.. :D
ვაიმეე პაციენტი ყოფილაა- გავიფიქრე მე და გავწითლდი
-აა ერთი წუთით ეხლავე.. - გელაააააა ტელეფონთააააააან !! - ვღრიალებ მე
გელა როგორც ყოველთვის დინჯი ნაბიჯით და წყნარი სახის გამომეტყველებით მოდის..

- გისმენთ
მერე რაღაცას ეუბნებიან
-დიახ და როდის დაეწყო ტკივილი?
კიდევ რაღაცას ეუბნებიან
-აა კარგით მაშინ თორმეტისთვის მობრძანდით ხვალ
კიდევ BLA BLA BLA
- კარგით ნახვამდის
გელა ყურმილს კიდებს და გადის ოთახიდან თან რამე ხუმრობას მომაძახებს...

ყავის დასასხმელად მივედი და უცებ ისევ ეს გულის გამაწვრილებელი "წკრუუნ"-ი გაისმა
-ალო
-ნუცა შენ ხარ?
-არაა
-აა რომელი ბრძანდებით?
-მე?? მე ვალენტინა ვარ ტერეშკოვა თქვენ?
-ოო ნუცა რაა
-ოო მარი რაა
-გამოხვააალ??
-დღეს კი ეხლა არა
-აუF
-რა აუF ?
-არაფერი  ხოო არაფერი მოგწერ და გამოო
-ხოო ხოო მომწერე რააა
-კაიი წავედიი
- კაიი მიდიი
დიდად დაიმედებული იმით რომ არავინ დარეკავს ვჯდები მაგიდასთან.. მაგრამ ისევ ეს ლეგენდარული "წკრუნ"-ი ისმის და მე სიბრაზისგან ვლურჯდები...მაგრამ ტელეფონს ამჯერად სხა პასუხობს.. მე დავფიქრდი ნეტა აქამდე მე რატო ვპასუხობდი თქო.

მერე ტელევიზორს ვუყურებ SMS-ის მოლოდინში.. მერე მოდის SMS :
Nuuc tu gcalia gamoo marim mcaliao.
მერე მე ვწერ:
xoo xoo gamodivar :*
 მერე  გავდივარ მარის ველოდები ჩემი სახლის წინ. ჰორიზონტზე გამოჩნება ხოლმე და ისე მოსეირნობს ნერვები მეშლება ხოლმე :D როცა მოახლოვდება და ბოლოს მოაღწევს მე ვიწყებ:
-მარი ესე ჩქარა რო დადიხარ სუნთქვა არ გიჭირს?
- ოოო რაა ნუცაა
-ოოო რაა მარიი - მე ვიცინი ის ენას მიყოფს
მერე მივდივართ ნელნელა და თან პირიდან ყინვისგან ბოლს უშვებთ.მერე მარი იწყებს იმაზე ლაპარაკს რაზე ლაპრაკიც ესოდენ სიამოვნებს .ლაპარაკის მთავარი თემა მარის ძმის ძმაკაცი დიტოა.
-აუ იმდღეს დიტო იყო ..
-ის დღე უეჭველი გუშინ იყო იმიტო რო მანამდე რო ყოფილიყო მომმიყვებოდი გუშინ გნახე..
-ხოო საღამოს ამოვიდა...
-რაო მერე?
-რავი ჩემ ძმას დაუძახა და წავიდნენ
მეე მეცინება
-ოო რა გაცინებს - ბრაზდება მარი
-ოოო რავიი ისე თქვი მოვიდაო და რაღაც მე მეგონა მოვიდა და სერენადა გიმღერა..
-ეჰ..
მერე ვჩერდებით და დიანას ველოდებით..ის ცალკე მოსეირნობს მარიზე ნელა
 მერე ამოაღწევს და ძლივს სუნთქავს
-ისე ჩქარა მოდიოდი ვეღარ სუნთქავ ხოო?? - ვიცინი მე
- ნუ ხარ შენ ექიმი ჰაუსი ნუცა - შენიშვნაც მომცა :D
- რა შუაშია ეხა ეეგ? - მეცინება მე
- ისიც ყველას ნერვებს უშლის - სრული სერიოზულობით მპასუხობს დიანა.
-აა ხოო...
მერე დიანა იწყებს თავის სატრფოზე ლაპარაკს და რჩევას მთხოვს ესეთ დროს უკვე სერიოზულად ვპასუხობ და აღარ უშლი ნერვებს მერე მარიც რჩევას მთხოვს ... მე ხო ყველას ფსიქოლოგი ვარ :D
 მერე ძალიან ბევრს ვლაპრაკობთ ვსეირნობთ და ძალიან ბევრ "სემიჩკას" ვანადგურებთ ოღონდ ძირს არ ვყრით არაფერს.

საღამოს ამ გრძელი და ცივი მაგრამ მხიარული და სასიამოვნო სეირობიდან რომ ვბრუნდები ცხვირგწითლებული და ხელებ გაყინული ძალიან ბევრ საჭმელს ვჭამ და მერე skypeში და ბლოგზე შევდივარ თბილისელ მეგობრებთან დასაკავშირებლად : )

მერე რამეს უყურებ ტელევიზორში და ბოლოს ვწვები ისეთი დაღლილი გეგონება მძიმე სამუშაომ დამღალა :D თან ტრადიციულად ჩემ პატარა დას ზღაპარს ვუკითხავ შუქს ვაქრობ და ვიძინებ...


THE END




 

Copyright © 2008 Green Scrapbook Diary Designed by SimplyWP | Made free by Scrapbooking Software | Bloggerized by Ipiet Notez