2010/07/19

=)


ზღვისფერ თმებიანი და ქერა თვალებიანი გოგო ზღვის ნაპირზე ზის. ხალხი მის გარშემო ცდილობს გაექცეს რეალობას.სადღაც მირბიან ალისას ქერა თმებში.იქ ისინი არარეალურ სამყაროში ხვდებიან.სამყაროში რომელიც რეალობისგან ძალიან შორს არის.სამყაროში სადაც ისინი დიდი იმედებით მირბიან. ეს არის ის სამყარო რომელში მისვლისთანავე ყველას ეღიმება ამ სამყაროს "ბავშვურობაზე". მაგრამ ვერ ხვდებიან რომ ბავშვობა ეს ის პერიოდია ის სამყაროა რომელიც მალე ქრება. რომელიც ერთადერთი გზაა რომ რეალობას გაექცე. სასრიალოზე სრიალი,საქანელაზე ქანაობა, დიიიიიდიიიი ნაყინის ჭამა რომელიც გიდნება ხელებში და ბრაზდები,თოვლის ბაბუა,დედოფალი კარტების ჯარით და ბუშტები ბეეეეეეეეეეეეეეეეეეევრი ძალიან ბეეეეეეევრი ბუშტები. აი ეს არის ბავშვობა.არა მხოლოდ ეს კიდევ ძალიან ბევრი რამ რის ჩამოთვლასაც ვერასდროს ვერავინ მორჩება. ბავშვობა იქ მთავრდება როცა წყვეტ ოცნებას რომ დიდი იყო.როცა შენთვის სირცხვილია საქანელაზე ქნაობა და ნაყინის ჭამა.როცა სასრიალოზე ჩამოსრიალების გრცხვენია.როცა უკვე აღარ გჯერა თოვლის ბაბუის და დედოფლის არსებობის,დეოდფლის რომელსაც კარტების ჯარი ყავს. აღარც იმ კურდღლის არსებობის გჯერა რომელიც საათით ხელში მირბის და მთელი ხმით ყვირის რომ სადღაც აგვიანდება. რეალობა სამყაროა რომლიდანაც ყველა ცდილობს გაქცევას. ბავშვობა – ადგილი სადაც მივრბივართ მაგრამ ვერ ვხვდებით.

2010/07/04

:)


რა სასიამოვნოა მთვრალი კაცისთვის მთელი ხმით სიმღერა და მანქანით ძალიან ჩქარა სიარული.რა სასიამოვნოა იმის შეგრძნება რომ ყვირი, და გრძნობ როგორ იცლები ნეგატივისგან. სასიამოვნოა როცა ქუჩაში გახვალ და ვიღაც გაგიღიმებს,როცა მოულოდნელად რაღაც კარგი ხდება (მოსალოდნელადაც) , როცა გრძონობ რომ ვიღაცას უყვარხარ, ვიღაც დარდობს,ზრუნავს,ადარდებ,ან უბრალოდ ძაღლად გაგდებს.როგორ უხარია ადამიანს დილით რომ გაიღვიძებს და საუზმეს ახვედრებენ და უღიმიან.როგორ გვსიამოვნებს როცა ვინმეს რამით ვახარებთ, და როცა ვგრძნობთ რომ ვიღაცის სახეზე ღიმილი ჩვენი დამსახურებაა.რა სასიამოვნოა როცა ხვდები რომ რაღაც სასიამოვნოა <3 
 

Copyright © 2008 Green Scrapbook Diary Designed by SimplyWP | Made free by Scrapbooking Software | Bloggerized by Ipiet Notez