2010/02/15

Running Away


ბოლო დროს ამოჩემებული...

2010/02/09

მე, ყავა, ლიზი , ლიზი , ივა და მიკროფონი .


მე, ლიზი და ლიზი ორშაბათისთვის ჩვეულ მდგომარებაში: ჩემ სახლში, ჩემ ოთახში, ერთი ჭიქა ყავით და ეგრეთწოდებული "პეჩენიებით" და შოკოლადებით ვსხედვართ კომპიუტერთან, დიდ ხნიანი ლაპრაკის, ჩემი ბავშვობის ვიდეობისა და სურათების თვალიერება-ყურების შემდეგ :)) .. სახლში მარტო ვართ მაგრამ რატომღაც არ ვიმხობთ ყველაფერს..უბრალოდ ივას ვურეკავთ და ველაპარაკებით.ივას ბოხი ხმა აქვს, კაცის ხმა. შესახედავად დიდს არ გავს, 16 წლის ხდება 25ში ჩემ დაბადების დღემდე 2 დღით ადრე..ივა გველაპარაკება ყველაფერზე ბიჭია მაგრამ რასაც ივასთან ვამბობთ ის ყველამ არ იცის ხოლმე..ივა გვიყვარს ჩვენ.ლიზი და ლიზიც ძალიან მიყვარს..არაა უფრო მეტად.ყავაც დაა მიკროფონიც მიყვარს მაგრამ ლიზის და ივასნაირად არა..რატომღაც..ივა უნდა წავიდეს ჩვენც უნდა წავიდეთ..კომპიუტერს ვრთავთ,ყავასაც ბოლომდე ვსვამთ და მერე ვიმხობთ..მერე კინოს უყურებთ მერე ისევ ივას ვურეკავთ მერე ლიზი და ლიზი მიდიან..ისევ მარტო ვრჩები მერე ჩემებიც მოდიან..სახლი ისევ მხიარული ხმებით ივსება..



P.S რატომ დავწერე ეს პოსტი არ ვიცი ღმერთმანი..:D მარა ლიზის ლიზის ივას დაა Maxwell House-ს და ჩემ მიკროფონს ეძღვნება <3 

2010/02/05

ყველაფერი დაორთქლილ მინაზე მიხატული გულით დაიწყო......



წვიმს ... ყველა გარბის .თიქთოს წვიმას გაურბიან.რატომ გაურბიან? არ ვიცი...მე მიყვარს წვიმა.და არ გავურბივარ ...პირიქით, ველოდები..დაორთქლილ მინაზე ხატვაც მიყვარს...დავინახე რომ ერთი დანგრეული შენობის ფანჯრის დაორთქლილ მინაზე გული ეხატა...მეორეც მივახატე..სილამაზისთვის..მერე იქვე მაღაზიაში შევედი...რომ გამოვედი ერთ გულში ეწერა : NIKA . მე მეორეში ჩავწერე : NINI . თან აქეთ იქით ვიყურებოდი...მეგონა დავინახავდი იმას ვინც NIKA დაწერა..მაგრამ არავინ ჩანდა.

მეორე დღესაც წვიმდა...რომ გამოვედი იმ მინაზე გულები და სახელები აღარ დამხვდა. სამაგიეროდ ტელეფონის ნომერი დამხვდა ... 893 163 *** მეც მივაწერე 855 565 *** ... ძალიან მაინტერესებდა ნომრის ბოლო სამი ციფრი...ყველაფერი მოვსინჯე და ბოლოს მივაგენი...და დავრეკე...დაკავება იყო..ვიფიქრე არ არის საჭირო დარეკვა თქო და აღარ დამირეკია..

3 თვე გავიდა...არც მიცდია დარეკვა მაგრამ ყოველდღე როცა გავივლიდი იმ დანგრეულ შენობასთან მასზე  ვფიქრობდი და გონებაში ვხატავდი მის პორტრეტს..მინდოდა მენახა ან დამერეკა ხმა რომ გამეგო..დარწმუნებული ვიყავი რომ სასიამოვნო ხმა ექნებოდა...ვერ ვრეკავდი...რატომ არც მე ვიცი..მინდოდა დარეკვა...

ზუსტად ერთი წლის მერე ისევ ისეთ წვიმიან დღეს დავინახე მინაზე გული რომელშიც NIKA ეწერა.. მივახატე ისევ გული და NINI ჩავწერე...მეორე დღეს ისევ 893 163*** დამხვდა და მეც ისევ მივაწერე 855 565 ....2 წუთში  ისევ დავბრუნდი რომ 893 163***-ისთვის ბოლო სამი ციფრი მიმეწერა მაგრამ იქ უკვე დამხვდა 855 565***-ზე მიწერილი ბოლო სამი ციფრი...და კიდევ NIKA...

NIKA მიყვარდა..შემიყვარდა..ესე უბრალოდ შემიყვარდა.. მეგონა რომ მას არ ვუყვარდი..მეგონა ისე მიყურებდა როგორც ყველა ყველას....მაგრამ გულში რაღაც იმედი მრჩებოდა..რომელიც გამიმართლდა...





 

Copyright © 2008 Green Scrapbook Diary Designed by SimplyWP | Made free by Scrapbooking Software | Bloggerized by Ipiet Notez