მე, ლიზი და ლიზი ორშაბათისთვის ჩვეულ მდგომარებაში: ჩემ სახლში, ჩემ ოთახში, ერთი ჭიქა ყავით და ეგრეთწოდებული "პეჩენიებით" და შოკოლადებით ვსხედვართ კომპიუტერთან, დიდ ხნიანი ლაპრაკის, ჩემი ბავშვობის ვიდეობისა და სურათების თვალიერება-ყურების შემდეგ :)) .. სახლში მარტო ვართ მაგრამ რატომღაც არ ვიმხობთ ყველაფერს..უბრალოდ ივას ვურეკავთ და ველაპარაკებით.ივას ბოხი ხმა აქვს, კაცის ხმა. შესახედავად დიდს არ გავს, 16 წლის ხდება 25ში ჩემ დაბადების დღემდე 2 დღით ადრე..ივა გველაპარაკება ყველაფერზე ბიჭია მაგრამ რასაც ივასთან ვამბობთ ის ყველამ არ იცის ხოლმე..ივა გვიყვარს ჩვენ.ლიზი და ლიზიც ძალიან მიყვარს..არაა უფრო მეტად.ყავაც დაა მიკროფონიც მიყვარს მაგრამ ლიზის და ივასნაირად არა..რატომღაც..ივა უნდა წავიდეს ჩვენც უნდა წავიდეთ..კომპიუტერს ვრთავთ,ყავასაც ბოლომდე ვსვამთ და მერე ვიმხობთ..მერე კინოს უყურებთ მერე ისევ ივას ვურეკავთ მერე ლიზი და ლიზი მიდიან..ისევ მარტო ვრჩები მერე ჩემებიც მოდიან..სახლი ისევ მხიარული ხმებით ივსება..
P.S რატომ დავწერე ეს პოსტი არ ვიცი ღმერთმანი..:D მარა ლიზის ლიზის ივას დაა Maxwell House-ს და ჩემ მიკროფონს ეძღვნება <3
2010/02/09
2010/02/05
ყველაფერი დაორთქლილ მინაზე მიხატული გულით დაიწყო......
1:02 PM
Posted by
..:* Nuca :)..

მეორე დღესაც წვიმდა...რომ გამოვედი იმ მინაზე გულები და სახელები აღარ დამხვდა. სამაგიეროდ ტელეფონის ნომერი დამხვდა ... 893 163 *** მეც მივაწერე 855 565 *** ... ძალიან მაინტერესებდა ნომრის ბოლო სამი ციფრი...ყველაფერი მოვსინჯე და ბოლოს მივაგენი...და დავრეკე...დაკავება იყო..ვიფიქრე არ არის საჭირო დარეკვა თქო და აღარ დამირეკია..
3 თვე გავიდა...არც მიცდია დარეკვა მაგრამ ყოველდღე როცა გავივლიდი იმ დანგრეულ შენობასთან მასზე ვფიქრობდი და გონებაში ვხატავდი მის პორტრეტს..მინდოდა მენახა ან დამერეკა ხმა რომ გამეგო..დარწმუნებული ვიყავი რომ სასიამოვნო ხმა ექნებოდა...ვერ ვრეკავდი...რატომ არც მე ვიცი..მინდოდა დარეკვა...
ზუსტად ერთი წლის მერე ისევ ისეთ წვიმიან დღეს დავინახე მინაზე გული რომელშიც NIKA ეწერა.. მივახატე ისევ გული და NINI ჩავწერე...მეორე დღეს ისევ 893 163*** დამხვდა და მეც ისევ მივაწერე 855 565 ....2 წუთში ისევ დავბრუნდი რომ 893 163***-ისთვის ბოლო სამი ციფრი მიმეწერა მაგრამ იქ უკვე დამხვდა 855 565***-ზე მიწერილი ბოლო სამი ციფრი...და კიდევ NIKA...
NIKA მიყვარდა..შემიყვარდა..ესე უბრალოდ შემიყვარდა.. მეგონა რომ მას არ ვუყვარდი..მეგონა ისე მიყურებდა როგორც ყველა ყველას....მაგრამ გულში რაღაც იმედი მრჩებოდა..რომელიც გამიმართლდა...
2010/01/28
ის კი ისევ დგას გიტარით ხელში...
9:21 AM
Posted by
..:* Nuca :)..
ყოველდღე თენდება.ის გიტარას იღებს ხელში და მიდის.ჭავჭავაძეზე, მიწისქვეშა გადასასვლელში. "სამსახურში" უნდა იმღეროს.სულ ინგლისურ სიმღერებს მღერის. რატომ? ეს მე კი არა თვითონ არ იცის.მივა,გიტარის ჩანთას ძირს დააგდებს და იმ შავ ჩანთას ვერცხლისფერი,მრგვალი რკინები ფარავენ.ყველანაირი ადამიანი ხვდება.მიწისქვეშაში ,ანუ "ქართულად" პაძემკაში კი მუდამ ისმის ადამიანების და ფეხსაცმელების ხმა.ზოგი უღიმის ზოგი უბღვერს. ის კი მაინც დგას და მღერის არავინ არ იცის რა ხდება ამ დროს მის გულში.არავინ იცის რომ მას უყვარს.ხოო ხოო უყვარს..ძალიან. უყვარს და ვერ ივიწყებს. იცის რომ თხოვდება მაგრამ მაინც უყვარს, ძალით თხოვდება მაგრამ მაინც...უნდა რომ იტიროს მაგრამ ვერ ტირის. ისევ მღერის.."Imagine"-ს და თან ფიქორბს რომ საშინლად მღერის ჯონ ლენონის სიმღერას არ უნდა მღეროდეს უნამუსოა. მაგრამ ის თხოვდება და ეს სიმღერა ალბათ ისევ უყვარს.. და მას ახსენებს ,ამიტომ მღერის.მერე ჯიბეში ხელს იყოფს და რაღაცას იღებს და უყურებს.უყურებს და ტირის.ცრემლები მოსდის მაგრამ სახე არ ეცვლება.ცდილობს დაივიწყოს მაგრამ ვერ ახერხებს.მას ალბათ უკვე საქორწილო კაბა აცვია და გული უფანცქალებს.ელოდება საქმროს და ბედნიერია.უცებ ეღიმება და ფიქრობს..ის ხომ ბედნიერია..ძალით თხოვდება მაგრამ ბედნიერია...უყვარს და მღერის...უცებ ხედავს რომ ვიღაც მორბის...გაჩერდა და ისევ გამოექანა ის "ვიღაც" .. მან ის იცნო მას ის უყვარდა..ის გამოიქცა ჩაეხუტა და ისე ძლიერად რომ ასე არავინ არავის ჩახუტებია..მერე იცინოდნენ ... და ბედნიერები იყვნენ...მათ ერთმანეთი უყვარდათ...მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა...ის მარტო აღარ მღერის..აღარც მოწყენილია....უბრალოდ ხელში გიტარა უჭირავს და მღერის...ოღონდ მარტო აღარ...
2010/01/20
ვარდისფერი ბანტი
11:56 AM
Posted by
..:* Nuca :)..
ვზივარ.აქ ცაზე ნაცრისფერი ღრუბლებია.ცაც ნაცრისფერია.ბალახი ყვითელია.მინდორში ერთი ნაცრისფერი ჭუჭყიანი ფურცელი და გამხმარი საღებავები გდია.შენ გელოდები.მოხვედი თვალებზე ვარდისფერი ლენტი გამიკეთე და მიგყავდი.მივდიოდით.მერე გავჩერდით.შენ მომხსენი ვარდისფერი ლენტი და იქვე ხეს შეაბი ბანტივით.ჩვენ ზღაპარში ვიყავით.სადაც ბალახს მწვანე ფერი აქვს. ხასხასა მწვანე.ცა კი ლურჯია..სუუულ ლურჯი.მინდორში დიიიიიდიი თეთრი ფურცელი დევს და გვერდით საღებავები და ფუნჯი უდევს.მე და შენ მივედით და დიიიიდიიიი ცისარტყელა დავხატეთ.მერე ქარმა დაუბერა და ნახატი გაფრინდა გაფრინდი შენც. მე ისევ ვზივარ.აქ ცაზე ნაცრისფერი ღრუბლებია.ბალახი ყვითელია.მინდორში ერთი ჭუჭყიანი ფურცელი და გამხმარი საღებავები გდია. ხის ტოტს კი ვარდიფერი ბანტი აბია....
ავტობუსი N 57
10:16 AM
Posted by
..:* Nuca :)..
ციოდა გარეთ.გაჩერებაზე ვიდექი და ველოდებოდი ავტობუსს.მერე როგორც იქნა მოვიდა.ავედი და ბილეთი ავიღე.დავჯექი რა თქმა უნდა ფანჯარასთან.გვერდზე გოგო დამიჯდა დაახლოებით 17-18 წლის.სტუდენტი.წინ ორი გოგო იჯდა.უკან ორი პატარა ბიჭი.
ჩემ გვერდით მჯდომს ყოველ 2 წუთში ერთხელ ურეკავდა შეყვარებული და ეკითხებოდა : " სად ხარ?" გოგო პასუხობდა: "ჭავჭავაძეზე""მელიქიშვილზე" "კოსტავაზე" "გმირთა მოედანთან" "ტელევიზიასთან" "აჭარასთან" "პეკინზე" ავტობუსმა ბახტრიონზე რომ შეუხვია და ავტობუსში ისევ გაისმა ნაცნობი ნოკიას მელოდია რომელიც გოგნას ჯიბიდან მოდიოდა კინაგამ მე ვიყვირე. გოგნას თვალები აუცრემლდა.ტელეფონი აიღო და ბახტრიონზე ვარ ჩამოვდივარო უთხრა და ავტობუსი რომ გაჩერდა ჩავიდა.რატო უძლებენ? რა ძალა ადგათ? დაშორდნენ! მაგრამ შეილება ვერც შორდება. შეილება ის ბიჭი ემუქრება რო დამშორდე მოგკლავო ან რაღაც ეგეთი.საწყალი.ეხლა უკვე გვიანია.ადრე უნდა დაფიქრებულიყო.ეეჰ.....
წინ რომ გოგოები ისხდნენ იმათ ენა არ გაუჩერებიათ. მთელი გზა ხმამაღლა ლაპარაკობდნენ როგორ უთხრა ანის გიომ გშორდებიო და მერე ნიკას რო თხოვეს ცემე ანის გაუტეხაო და ნიკამ არ ცემა...არაა წარმოგიდგენიათ ?? ვაიმეე ნუ რას არ კადრულობს ეს ხალხი...ისე უკვირდათ რო არ ცემა ნკამ მეცინებოდა.მერე დაიწყეს ვიღაც ლევანიზე ლაპარაკი რომელსაც ყოველდღე ერთიდაიგივე ჯინსი აცვია ფუუუ..გოიმიი ეგ..პროსტა როგორ შეუძლია რააააა...ლევანის ლანძღვით გული რომ იჯერეს ეხლა შორენა ბეგაშვილზე დაიწყეს ლაპარაკი..რა თქმა უნდა ლანძღავდნენ...მოკლედ ძაან გაბურღეს შეიძლება სულაც არ მაინტერესებდა მაგათი ლაპარაკი მაგრამ იმხელა ხმაზე ლაპარაკობდნენ დამამახსოვრდა...
უკან პატარა 9-10 წლის ბიჭები ისხდენენ. და სკოლის რვეულზე " კრესწიკ ი ნოლიკს " თამაშობდნენ.მერე ჯეირანს და მერე მანქანებზე ლაპარაკობდნენ მაგრამ არავინ შეუწუხებიათ ზედმეტად ვიღაც ვიღაცეებივიით...
ფანჯრიდან ტვალწარმტაცი ხედი იშლებოდა..თბილისელები უმეტესობა შავი კურტკით უფრო სწორად ქურთუკით .. აქ ხო წითელი კურტკა პაზორია..იმდღეს მეცვა წითელი პალტო და ისე მიყურებდნენ ცხოვრებაში აღარასდროს აღარ ჩავიცმევ იმ პალტოს ალბათ....მოკლედ ეს შავქურთუკმოსილი თბილისელები ჭიანჭველებივით ირეოდნენ ერთმანეთში და ზოგი საქმიანად და ზოგიც უსაქმურად დადიოდა წინ და უკან..ვიღაც ქალი წაიქცა..გამეცინა..იმ ქალსაც გაეცინა მაგრამ ალბათ შერცხვა კიდევაც....
ავტობუსი გაჩერდა და მოხუცი ბებია და შვილიშვილი ამოვიდნენ..ბიჭი წინ გაიქცა და სუულ წინ მძღოლის გვერდით დასკუპდა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით...ბებიას ეხვეწებოდა შენც აქეთ გადმოდიო მაგრამ ბებია კეთილად უღიმოდა და თავს აქეთ იქით აქნევდა უარის ნიშნად.
ავტობუსი კიდევ ერთხელ გაჩერდა და ჩავედი.ამ სითბოდან უცებ სიცივეში ამოვყავი თავი.სახლისკენ გავიქეცი და ლიფტში შევედი რომელიც მუდამ სიგარეტის სუნით ყარს და სუნთქვა ჭირს...

Subscribe to:
Posts (Atom)