2010/06/30

რეალობიდან არარეალობისკენ.


მივრბივარ.სად?საიდან?რატომ? არ ვიცი.უკნიდან ვიღაც მეწევა.ჩემზე ბევრად დიდი.ალბათ 30–35 წლის.კაცი.
–სად მირბიხართ? – ვკითხე მე
–იქ სადაც შენ – მიპასუხა და თან გაეცინა
– იცით..მე ვერ ვხვდები სად მივრბივარ იმასაც ვერ ვხვდები რატომ .
– კარგი, მოდი ყველაფერს აგიხსნი, მეც და შენც და საერთოდ მთლიანად კაცობრიობა მივრბივართ რეალობიდან არარეალობისკენ.ყველა,ყველა გაურბის რეალობას.
– და რატომ?
– რეალობა არ აკმაყოფილებთ. იქ ყოველთვის არის რაღაც უსიამოვნო,როცა ხვდებიან რომ უკვე ვეღარ გადაიტანენ ამას ცდილობენ გაექცნენ რეალობას.ეს ცხოვრებაში რამდენიმეჯერ ხდება.ზოგჯერ ბევრჯერაც კი.აი შენ შეიძლება ამას პირველად არ აკეთებ.უბრალოდ მხოლოდ ეხლა დაინახე რომ მირბიხარ.ბევრი ისე კვდება ვერც ხვდება როცა რეალობას გაურბის.ბევრი პირველივე ცდაზე ხვდება ყველაფერს.
– და თქვენ როგორ ფიქრობთ,არ ჯობია იქ დავბრუნდეთ,რეალობაში, ყველანი და  ის შეცდომა გამოვასწოროთ რისთვისაც მას გაურბივართ.ან თუ გამოუსწორებელია მაშინ იმედის იმედით ვიცხოვროთ.მაინც ვერასოდეს ვერ გავექცევით რეალობას.
– როცა ფიქრობ რომ რეალობას შეგიძლია გაექცე ეს უკვე არარეალობისკენ გადაგმული ერთი ნაბიჯია, რეალობას რომ გაექცე ესეც ხომ არარეალურია?
– არ ვიცი, შეიძლება. ვინმე როდესმე გაქცევია რეალობას?
– ბევრი,მაგრამ ძალიან ცოტა ხნით. რეალობა ყველას უკან იბრუნებს. აუცილებლად.
  მე გავჩუმდი.გავჩერდი. და უკან დაბრუნება გადავწყვიტე. არ ღირს გაექცე იმას რაც გაქვს,იმას რაც შენია, იმას რისი გამოსწორებაც შეგიძლია.

2 comments:

clown on July 2, 2010 at 2:44 PM said...

ხან ჩვენ სამყაროსაც გავურბივართ :შ

მაგრამ უსათვალო რეალობაც საჭიროა ^_^

..:* Nuca :).. on July 3, 2010 at 11:42 AM said...

ხო ხო საჭიროა :ს და მაინც გავურბივართ..ხანდახან არც ვაქცევთ ყურადღებას საჭიროა თუ არა :შ

 

Copyright © 2008 Green Scrapbook Diary Designed by SimplyWP | Made free by Scrapbooking Software | Bloggerized by Ipiet Notez