2009/12/13

ბუშტი



5 ნოემბერი 1939 წელი.მეორე მსოფლიო ომი.ცისფერი ცის ქვეშ მწვანე ბალახში 9-10 წლის გოგო ბუშტით ხელში იწვა.იწვა და ფიქრობდა თუ რა ხანმოკლეა ბუშტების სიცოცხლე.  თან გრძნობდა რომ არც ადამიანებისაა მეტი.იცოდა რომ ამ წუთებში როცა ის ამას ფიქრობდა შეიძლება უკვე რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ტყვიას.ცდილობდა არ ეფიქრა ამაზე."რატომ ისჯება ყველა ასე უსამართლოდ სად არის სამართალი როცა ის ასე გვჭირდება".დიახ,ცხრა წლის იყო და დღევანდელი ზრდასრული ადამიანივით მსჯელობდა.მძიმე ბავშვობა ქონდა ისე როგორც ყველა იმდროინდელ ბავშვს ეს ყველაფერი უბრალოდ ერთი მოკლეულვაშიანი კაცის გამო ხდებოდა. ამიტომ ენგრეოდათ ბავშვებს ბავშვობა.ამიტომ უსკდებოდათ ტყვიით ბუშტები.ამიტომ  ხდებოდნენ ბუშტის შემდეგ მხვერპლნი თვითონ ბავშვები.როგორც ეს გოგონა რომელიც ცისფერი ცის ქვეშ მწვანე ბალახში გახეთქილი ბუშტით ხელში იწვა და თავიდან სისხლი სდიოდა.

2 comments:

Purple balloon ♥ on January 22, 2010 at 9:11 AM said...

უსაყვარლესი ბლოგი გაქვს ნუცა ! პოსტებიც ძალიან მომეწონა :) განსაუთრებით ეს ** იმედია არ გეწყინება და ეს პოსტი ჩემს ბლოგზე გადმოვაკოპირე..და ასევე შენი ბლოგის მისამართიც მივუთითე ! :)

..:* Nuca :).. on January 27, 2010 at 7:28 AM said...

დიიიიიდიიიი მადლობაა :*:*:*



არა რატომ უნდა მეწყინოს პირიქით მიხარია ძალიან თუ მოგწონს :*:**

 

Copyright © 2008 Green Scrapbook Diary Designed by SimplyWP | Made free by Scrapbooking Software | Bloggerized by Ipiet Notez