2009/12/08

საბურთალო- დიდი დიღომი; დიდი დიღომი-საბურთალო : )


საბურთალო-დიდი დიღომი

უკაცრავად დიდ დიღომამდე რამდენად გამიყვაანთ???
-6 ლარად
გავაღე რაღაც დანჯღრეული მერსედესის კარი და ჩავჯექი.ტიპიური ქართველი ტაქსისტი მართავდა მანქანას რა თქმა უნდა დაბღვერილი სახით.რაცია ჩართული იყო.დროდადრო ისმოდა ქალის წრიპინა ხმა:
-რესპუბლიკურთან გვაქვს გამოძახება...ვინ წავა?
-მე წავალ ნინო -უპასუხა კაცის ბოხმა ხმამ
-077 შენ ხარ? -ეს ისევ ნინო იყო
-ხოო მე ვარ მე..-ისევ უხეშმა ხმამ უპასუხა
-ვააა ივანიჩ შენა ხარ?-ესეც კაცის ხმა იყო ოგონდ უფროო წვრილი
-კიი ..მე ვარ- ისევ ბოხი ხმა
-ვერ მიცანი ბიჭო ? კარლოვიჩი ვარ- სიცილნარევი ხმიტ უტხრა კაცის წვრილმა ხმამ
-ვაახ ვაახ როგორ ხარ? - ივანიჩი
 -რავიცი კარგათ  გამოდი მერე ოჯახი რაღაცა...-კარლოვიჩი

-კი კი აუცილებლად-ივანიჩი
დამთავრდა საუბარი.ტაქსისტი მაინც ჩუმად იჯდა.მერე რადიო ჩართო.ზუკა ხუციშვილის რაგაც წვიმს თუ რაღაც ეგეთი სიმღერა. ისეევ მივდიოდიით დაა მივდიოდიით აღარ დამთავრდა ლამპიონები..როგორც იქნა მივედით GOODWILLამდე .ჩამოვედი ფული გდაუხადე დავემშვიდობე იმანაც დამშვიდობების ნაცვლაად რაღაც ჩაიბურტყუნა.გაბრაზებული ვიყავი რაზე არ ვიცი.ესეთი გაბრაზებული სახით შევედი  GOODWILLში.

დიდი დიღომი-საბურთალო

გამოვედი გუდვილიდან სხვათაშორის გუდვილი ამერიკაში მეორადების მაღაზიას ქვია დიდი მაღაზიაა..რატო ქვია ჩვენთან ჰიპერმარკეტს ეს სახელი არ ვიცი.გავაჩერე ტაქსი.აქედანაც 6 ლარად გაგიყვან ბაბუ-ო კაცმა მითხრა.ჩავჯექი.აქ რაციის მაგივრად თვითონ მძღოლი იყო ჩართული.მომიყვა რო იმასაც დედაჩემივით 3 ქალიშვილი ყავს.ერთი იტალიაში მეორე საფრანგეთში მესამე აქ საქართველოში.მერე ისიც მომიყვა როგორ მოუატყუა თავისი მეგობარი და უთხრა სამი ვაჟი მყავსო.როგორ მოხვდა მერე ის კაცი მასთან სახლში და როცა კითხა სად არიან შენი ვაჟებიო როგორ უპასუხა : 'აგერ ავთანდილი აგერ ტარიელი და აგერ ფრიდონი" -ო და მიანიშნა თავის ქალიშვილებზე.აი აქ უნდა გამეცინა ნამდვილად . მეც გავიცინე. მერე მთელი დიდი დიღომი გაგარინი გოთუა სააკაძე ეგრეთწოდებული "პრობკა" ანუ საცობი იყო . ეს ტაქსისტი მერჩივნა იმ უჟმურს ცოტას მაინც გაერთობოდი საცობში. გაბრაზებული იყო  პატრულის თანამშრომელი რატო არ დგასო და ბოდიშებს მიხდიდა არ მეგონა ესეთი ამბავი  თუ იქნებოდა თორე არ წამოვიდოდი ესეო.მერე როგორც იქნა მივაღწიეთ და 5 ლარიანი და ორლარიანი მივეცი და ხურდა არ მაქო. დავიჯერო მთელი დღის მუშაობის შემდეგ 1 ლარიანი არ ქონდა? არა ლარიანის გამო კი არ ვბრაზდები  არას წყვეტდა ის ლარიანი მაგრამ თავს ესე პატიოსნად რო გაჩვენებენ და მერე გატყუებენ რა წესია!
                           

2 comments:

Anonymous said...

: )) კაი იყო, მომეწონა : ))

Anonymous said...

მომწონს შენი წერის სტილი :>

 

Copyright © 2008 Green Scrapbook Diary Designed by SimplyWP | Made free by Scrapbooking Software | Bloggerized by Ipiet Notez